Belive

ტოკიოს გრანდ სლემი 2026 | საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით წარდგება

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურს ტოკიოს გრანდ სლემი დახურავს, რომელიც 5-6 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო და ყველაზე პრესტიჟულ გრანდ სლემზე 10 ძიუდოისტით წარდგება, საიდანაც 10-ვე მამაკაცია, თუმცა შესაძლოა, რომ ამ შემადგენლობას გოგონებიც დაემატნონ, განსაკუთრებით ეთერ ლიპარტელიანი.

როგორც ჩანს, ნაკრების მთავარი მწვრთნელის - გურამ მოდებაძის გადაწყვეტილებით, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე 2027 წლამდე დაისვენებენ.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემისთვის ასე გამოიყურება.

შემადგენლობა

  • 60 კგ: გიორგი სარდალაშვილი

  • 66 კგ: თორნიკე გიგაური

  • 73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ლოლაძე

  • 81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი

  • 90 კგ: ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი

  • +100 კგ: ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. ოქრო - ილია სულამანიძემ, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დასჯერდნენ.

სხვა სტატიები