ტოჩინოშინი კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით გამოსათხოვარ ღონისძიებას მოაწყობს
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
2024 წლის 4 თებერვალს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კოკუგიკან-არენაზე, ტოჩინოშინის კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსათხოვარი ცერემონიალი გაიმართება. ამის შესახებ ქართველმა სუმოისტმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა:
,,გამარჯობა, სუმოს მოყვარულებო! ჩემი გამოსათხოვარი ცერემონია ახლოვდება და დიდი ღონისძიებისთვის ვემზადები.
შესანიშნავი იქნება თუ დაესწრებით საღამოს, რომელიც 2024 წლის 4 თებერვალს, კოკუგიკანში გაიმართება! იმედი მაქვს, ყველას გნახავთ!'' - წერს ტოჩინოშინი ინსტაგრამის პირად გვერდზე
ლევან გორგაძემ კარიერის დასრულების შესახებ რამდენიმე თვის წინ განაცხადა.
2018 წელს ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო და ოძეკის ტიტული მიიღო. ბოლო 2 წლის განმავლობაში ქართველ სუმოისტს არაერთი ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ბაშოთა უმეტესობა უარყოფითი ბალანსით დაასრულა.