Belive

თელ-ავივის მასტერსი - საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

3 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
სულ ახლახანს დასრულდა თელ-ავივის გრანდ სლემი, სადაც საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

საერთო გუნდური ჩათვლის TOP 10

გუნდური ჩათვლის TOP 10 (მამაკაცები)

საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა მამაკაცების გუნდურ ჩათვლაში მოკლედ მიმოვიხილოთ თელ-ავივის გრანდ სლემი და გავიხსენოთ თუ ვინ შეძლო მედლების მოპოვება. -60 კგ - თემურ ნოზაძე (ვერცხლის მედალი) -73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი (ბრინჯაოს მედალი) -90 კგ - ლაშა ბექაური (ოქროს მედალი); ბექა ღვინიაშვილი (ბრინჯაოს მედალი) -100 კგ - ილია სულამანიძე (ბრინჯაოს მედალი) +100 კგ - გელა ზაალიშვილი (ოქროს მედალი); გურამ თუშიშვილი (ბრინჯაოს მედალი) -57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი (ბრინჯაოს მედალი).  აღსანიშნავია, რომ თელ-ავივის მასტერსი საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალებით და ისტორიული მოვლენით იყო დატვირთული. ისტორიული მოვლენა - საქართველოს ძიუდოისთა ნაკრების ისტორიაში ამ შეჯიბრამდე არასდროს, არცერთ ქართველ ქალ ძიუდოისტს გრანდ სლემზე მედალი არ ჰქონდა მოპოვებული. თელ-ავივის გრანდ სლემზე კი ამ ისტორიის დაწერა ეთერ ლიპარტელიანმა შეძლო, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  დებიუტანტები - თელ-ავივის გრანდ სლემზე დებიუტი 3 ქართველი ძიუდოისტს ჰქონდა: გიორგი ბაზანდარაშვილს, ვლადიმერ ახალკაცსა და ილია სულამანიძეს. გიორგი ბაზანდარაშვილისა და ვლადიმერ ახალკაცის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, გიორგი ბაზანდარაშვილმა მხოლოდ ერთი ეტაპის დაძლევა მოახერხა, როდესაც მან უნგრელი - დანიელ ზეგედი დაამარცხა, თუმცა მეორე ეტაპზე რუს - მურად ჩაპონოვთან დამარცხდა. ახალკაცი კი პირველივე ეტაპზე ხორვატ - დომინიკ დრუზეტასთან უშანსოდ დამარცხდა. რაც შეეხება ილია სულამანიძეს, ილიამ სადებიუტო შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დანაკლისი - თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს 4 ლიდერი არ ჰყავდა. თავდაპირველად შემადგენლობაში იყო აჟა მარგველაშვილი, თუმცა ყვარელში, შეკრებაზე მან ტრავმა მიიღო და ნაკრების დახმარება ვეღარ შეძლო. ასევე კისრის ტრავმის გამო ნაკრებს ვერ ეხმარებოდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ლუხუმ ჩხვიმიანი. როგორც Live.ge-სთვის ცნობილია, ეროვნული ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი და მსოფლიო ძიუდოს ამომავალი ვარსკვლავი - ტატო გრიგალაშვილი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასვენა, მათ ტრავმა არ აქვთ და შემდეგ შეჯიბრებზე მონაწილეობას მიიღებენ. შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, 5-7 მარტს, ტაშკენტის გრანდ-სლემი გაიმართება.

სხვა სტატიები