Belive

თელ-ავივის გრანდ სლემი: დღე II - ოლიმპიური ჩემპიონის და ახალგაზრდების იმედად (პრევიუ)

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში, 19 თებერვალს, თელ-ავივის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 ფალავანი დაიცავს.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს, ასევე საქართველოს დროშის ქვეშ იასპარეზებს ნუგზარ (ბაჩო) ტატალაშვილი. ორივე მათგანი განთესილი იქნება და ისინი ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ნუგზარ ტატალაშვილის მეტოქე მეორე წრეში, გერმანელი - ლუკას ვენნეკოლდი იქნება. გერმანელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი იგი რუს - მუსა მოგუშკოვს შეხვდება. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონ - ლაშა შავდათუაშვილს, მეორე წრეში ლაშას მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელ - იეონათან ელბაზსა და შვეიცარიელ - ნილს სტამპს შორის გამარჯვებული იქნება.

-81 კგ

ისევე როგორც -73 კილოგრამში, -81 კგ წონით კატეგორიაშიც ორი წარმომადგენელი გვეყოლება: ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი.  ლუკა მაისურაძე საკმაოდ გამოცდილი ძიუდოისტია, რომელიც უკვე 2 წელია უფროსებში ჭიდაობს და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორიც არის. იგი განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ტაჯიკ - აკმალ მუროდოვსა და გერმნანელ - ალექსანდრ ვიეჩერზაკს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება დებიუტანტ - ვლადიმერ ახალკაცს, იგი განთესილი არ იქნება და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება. ახალკაცი ხორვატ - დომინიკ დრუზეკას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველის მეტოქე გერმანელი - დომინიკ რესელი იქნება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები