Belive

თელ ავივის გრანდ სლემი: დღე I - 5 სპორტსმენის იმედად | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
17 თებერვალს, ისრაელის სიდიდით მეორე ქალაქ - თელ ავივში, თელ ავივის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. თელ ავივის გრანდ სლემზე, პირველ საშეჯიბრო დღეს 2 ვაჟთა და 3 ქალთა წონები იასპარეზებენ. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები პირველ საშეჯიბრო დღეს 5 სპორტსმენით შეუტევს.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება: ირაკლი კუპატაძე და თემურ ნოზაძე. თემურ ნოზაძე განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ, ყაზახ - ბაურჟან ნარბაიევსა და ისრაელი წარმომადგენელ - ლიორ რაფაელოვს შორის გამარჯვებული ეყოლება. ნოზაძე B ბადეში ასპარეზობას და მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, 1/4 ფინალში მისი მეტოქე, ნიდერლანდების წარმომადგენელი, წარმოშობით ქართველი - თორნიკე ჭკადუა იქნება. რაც შეეხება ირაკლი კუპატაძეს, ირაკლი განთესილი არ არის და ასპარეზობას D ბადეში იწყებს. პირველ რაუნდში კუპატაძის მეტოქე უზბეკი - მირზოი მაჰამმადიონოვი იქნება. უზბეკი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანი უკრაინელ - არტიომ ლესიუკს შეხვდება.

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ მონაწილეობას - ლაშა ნადირაძე მიიღებს. ლაშა განთესილი არ იქნება და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მას ბადეში არ გაუმართლა. ნადირაძის მეტოქე პირველივე ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელი - ტალ ფლიკერი იქნება. მისი დამარცხების შემთხვევაში, ნადირაძე ვენესუელელ - უილ გარსიასა და ყირგიზ - კუბენიჩიბეკ აიბეკ უულუს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

-52 კგ

-52 კგ წონით კატეგორიაში, 2022 წელს პირველ შეჯიბრზე იასპრეზებს - მარიამ ჯანაშვილი. მარიამი განთესილი არ არის და ნადირაძის მსგავსად, ბადეში მასაც არ გაუმართლა. ჯანაშვილი ასპარეზობასი პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, კუბელი - მელისა ჰურტადო მუნიოსი იქნება. კუბური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანი იტალიელ - ოდეტე გიუფრიდას შეხვდება.

-57 კგ

-57 კგ წონით კატეორიაში, საქართველოს ნაკრებს - ეთერ ლიპარტელიანი წარმოადგენს. 22 წლის ძალიან პერსპექტიული ქართველი ძიუდოისტი, 2022 წელს პირველ შეჯიბრზე იასპარეზებს. ეთერი D ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება. 1/8 ფინალში მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელ - მაია ლეოპოლდსა და იტალიელ - მირიამ ბოის შორის გამარჯვებული იქნება. ეთერ ლიპარტელიანს თელ ავივის გრანდ სლემის ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა 2021 წელს, თელ ავივის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.   

სხვა სტატიები