Belive

თბილისის გრანდ სლემზე ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებს!

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
3-5 ივნისს, თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები თითქმის ყველა ლიდერით, 38 სპორტსმენის იასპარეზებს, საიდანაც 28 მამაკაცი იქნება, 10 კი ქალი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თბილისის გრანდ სლემს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოეხსნა მოქმედი ევროპის ჩემპიონი – ლუკა მაისურაძე. ლუკა გუშინდელი ვარჯიშის დროს ბრმანაწლავმა შეაწუხა, საბოლოოდ სასწრაფო საოპერაციო გაუხდა და ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მინიმუმ 1 თვე იუქმებს. ამ ფაქტის გამო, -90 კგ წონით კატეგორიაში ცვლილებაა. ლუკას მაგივრად თბილისის გრანდ სლემზე ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებს. ინფორმაცია Live.ge-ს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელმა - ლაშა გუჯეჯიანმა დაუდასტურა.

სხვა სტატიები