Belive

თბილისის გრანდ სლემი - ბილეთების გაყიდვა გრძელდება

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
3-5 ივნისს, თბილისის გრანდ სლემი გაიმართება, რომელსაც უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. დიდ სლემზე მონაწილეობას დაახლოებით 50 ქვეყნის 350 სპორტსმენი მიიღებს, მათ შორის იქნებიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები. თბილისის გრანდ სლემისთვის ბილეთების გაყიდვა კვლავ გრძელდება, სადაც ერთ მომხმარებელს თითოულ თარიღზე მხოლოდ 2 ბილეთის შეძენა შეუძლია. თბილისის გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:00, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

ბილეთის ყიდვა შესაძლებელია TKT.GE-ზე. 

სხვა სტატიები