Belive

თავისუფალი ჭიდაობა: სამი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ბექა ლომთაძე (61 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) რომში მიმდინარე ევროპირველობის ნახევარფინალში იჭიდავებენ. ლომთაძე აზერბაიჯანელ ვალიზადას, მწითური თურქ კარადენიზს, ხოლო პეტრიაშვილი კი უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება.

სხვა სტატიები