ტატო გრიგალაშვილი: ,,საოცნებო მიზნამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა''
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ტატო გრიგალაშვილმა, ოლიმპიადაზე საკუთარი ასპარეზობა შეაფასა:
,,ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან, რა თქმა უნდა, მთელი გუნდი და მეც მზად ვიყავით ოქროსთვის, ოქროს მედლისთვის უნდა გვებრძოლა... თუმცა, საოცნებო მიზნამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა.
რთულია, როცა უკვე იქ ხარ, სადაც შენი მიზანია და რჩები ისე, ძალიან საწყენია... ბევრისთვის წარმატება აქ მოხვედრაა, მე კი ფინალი ვიჭიდავე, მაგრამ მაინც აკლია, ფერი (მედალს) აკლია...'' - თქვა ტატო გრიგალაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში
ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ეს ქართული დელეგაციისთვის მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალია.