ტატო გრიგალაშვილი - მეექვსე მსოფლიო ჩემპიონი დამოუკიდებელ საქართველოში
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის IV საშეჯიბრო დღეს, 22 წლის ტატო გრიგალაშვილი, -81 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ამ გამარჯვებით ტატო გრიგალაშვილი საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში მეექვსე ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.
- ირაკლი ცირეკიძე - 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი (ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი)
- ავთანდილ ჭრიკიშვილი - 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი (რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი)
- გურამ თუშიშვილი - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი (აზერბაიჯანის მსოფლიო ჩემპიონატი)
- ლუხუმ ჩხვიმიანი - 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი (იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატი)
- ლაშა შავდათუაშვილი - 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი (უნგრეთის მსოფლიო ჩემპიონატი)
- ტატო გრიგალაშვილი - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი (უზბეკეთის მსოფლიო ჩემპიონატი)
შეგახსენებთ, რომ წინ მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ 3 საშეჯიბრო დღეა, 13 ოქტომბერს კი მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური ჭიდაობით დასრულდება.