Belive

ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დასახელდა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დოჰაში გამართული მასტერსის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ყატარში 5 მედლით - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო დაასრულა. ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, ოქროს მედლის მოპოვება სწორედ 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ტატომ ფინალში საკმაოდ ძლიერი - ნიდერლანდელი, ფრენკ დე ვიტი იპონით დაამარცხა. ასევე გეტყვით, რომ დოჰას მასტერსის საუკეთესო ქალი ძიუდოისტი ფრანგი - რომან დიკო გახდა.

სხვა სტატიები