ტაშკენტის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
1-3 მარტს, უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს, ტაშკენტის გრანდ სლემს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები ტაშკენტის გრანდ სლემზე 6 სპორტსმენით იასპარეზებს, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ შეჯიბრზე ქალი წარმომადგენელი არ გვეყოლება.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სულ 4 წონითი კატეგორიით ვიასპარეზებთ, აქედან ერთ-ერთი დებიუტანტი ბაგრატ ნინიაშივლია, რომელმაც წონა შეიცვალა და 73 კგ წონით კატეგორიაში გადავიდა. ასევე ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა ვარლამ ლიპარტელიანი.
შემადგენლობა
60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი
66 კგ: ლაშა ნადირაძე
73 კგ: ბაგრატ ნინიაშვილი
100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, იმედა გოგოლაძე.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ტაშკენტის გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი ვარლამ ლიპარტელიანის ანგარიშზე იყო, რომელიც 2024 წელსაც ტიტულის დაცვას შეეცდება. ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედალს გელა ზაალიშვილი დასჯერდა.