ტაშკენტის გრანდ სლემზე მედალი მეორე დღესაც არ გვექნება
უზბეკეთის დედაქალაქში უკვე 2 დღეა ძიუდოს გრანდ სლემი მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში, ტატამიზე სულ 8 ქართველი ვიხილეთ (პირველ დღეს - 5 / მეორე დღეს - 4) და სამწუხაროდ, ჯერ მედალი არ მოგვიპოვებია.
მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს 73 კგ-ში მიხეილ ბახბახაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი წარმოადგენდნენ, 81 კგ-ში კი დიმიტრი გოჩილაიძემა და ირაკლი ბეროშვილმა იჭიდავეს.
დღეს ყველაზე შორს ბაგრატ ნინიაშვილი გავიდა - ქართველმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც მასპინძელ ელბეკ ტოჯიევთან დამარცხდა, რეპეშაჟში ნინიაშვილი იაპონელ შუსუკე უჩიმურასთან დაიპონდა.
ამავე წონაში მხოლოდ პირველი წრე გაიარა ირაკლი ბახბახაშვილმა, მეორე დაპირისპირებაში კი ასევე მასპინძელმა ძიუდოისტმა დაამარცხა.
ბეროშვილმა პირველივე შეხვედრა დათმო ბულგარელ გეორგი გრამატიკოვთან, დიმიტრი გოჩილაიძე კი ტურნირს მეორე წრეში, შვეიცარიელ სპორტსმენთან გამოეთიშა.
ქართველებს მედლებისთვის ბრძოლა ტურნირის ბოლო დღეს შეუძლიათ - ტატამიზე 6 ქართველს ვიხილავთ, მათ შორის კი ლაშა ბექაურიცაა.