Belive

ტაშკენტის გრანდ სლემი იწყება: დღე I - ტატამზე ჩხვიმიანი, სარდალაშვილი და ნადირაძე გამოვლენ

9 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

1-3 მარტის ჩათვლით, უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს, ტაშკენტის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იასპარეზებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას 3 სპორტსმენი დაიცავს.

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას: გიორგი სარდალაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე ქართველი A ბადეში არიან განთესილები.

გიორგი სარდალაშვილი ასპარეზობას უზბეკ - კამოლიდდინ ბახტიიოროვთან იწყებს. უზბეკი სპორტსმენის დამარცხების შემთხვევაში კი მისი მეტოქე, იტალიელ - ანდრეა კარლინოსა და ქუვეითელ - ჰაბიბ ჰასანს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ასპარეზობას პორტუგალიელ სპორტსმენთან - როდრიგო კოსტა ლოპესთან იწყებს. პორტუგალიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, ყაზახ - იელდოს სმეტოვსა და კუბელ - ჯონათან ჩარონს შორის გამარჯვებული იქნება.

თუ ორივე ქართველი 1/4-ფინალამდე წარმატებით იასპარეზებს, 1/4-ფინალში ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ.

66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების დროშის ქვეშ ლაშა ნადირაძე იასპარეზებს.

ლაშა ნადირაძე განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელ - ბარუჩ შმაილოვსა და ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელ - იენ-მინგ ჩენგს შორის გამარჯვებული იქნება.

შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ნადირაძე. ყაზახ - ჟანარის რაკჰმეტკალისა და გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ - ნარმანდახ ბაუანმუნხს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ტაშკენტის გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი ვარლამ ლიპარტელიანის ანგარიშზე იყო, რომელიც 2024 წელსაც ტიტულის დაცვას შეეცდება. ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედალს გელა ზაალიშვილი დასჯერდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით გამთენიის 05:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი სტარტს 09:00 საათზე აიღებს.

სხვა სტატიები