"თანაგუნდელები კმაყოფილები არიან" - იური ტაბატაძე რეაბილიტაციას იწყებს
12 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, იური ტაბატაძე მოედანს უბრუნდება.
ესპანური მედიის ინფორმაციით, 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ვარჯიში განაახლა და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
18 იანვარს, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრაში, ალბასეტეს პირისპირ, ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. იური ტაბატაძეს ჯვარედინი იოგის გაწყვეტა დაუდგინდა, მან ოპერაცია ჩაიტარა და ახლა ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი დაიწყო.
ქართველი ფეხბურთელი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და ველოსიპედით ვარჯიში დაიწყო.
"ტაბატაძე ხუთშაბათს სავარჯიშო მოედანზე თანაგუნდელების წინაშე ველოსიპედით სრიალებდა, რომლებიც კმაყოფილები არიან, რომ ის სრულად გამოჯანმრთელების გზაზეა", - წერს diariodecadiz.
სავარაუდოდ, იური ტაბატაძე, რომელმაც ამ სეზონში კადისის შემადგენლობაში 6 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, მოედანს შემოდგომაზე დაუბრუნდება.