Belive

სუმოს განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
იაპონური სუმოს ასოციაცია 2021 წლის იანვრის ბაშოსთვის განახლებულ ბანძუკეს, ანუ მებრძოლთა რეიტინგს აქვეყნებს.  რეიტინგის თანახმად, სიის პირველი ნომერი ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოა, დასავლეთის იოკოძუნად კი ცხადია კაკურიუა წარმოდგენილი. გასული ბაშოს ტრიუმფატორი ტაკაკეიშო, ოძეკებს შორის პირველ ნომრადაა. დასავლეთის წარმომადგენელი ოძეკი შოდაი იქნება, აღმოსავლეთის მეორე ნომერი კი ასანოიამა. სეკივაკეები ტერუნოფუჯისა და ტაკანოშოს ტანდემით დაკომპლექტდა. რაც შეეხება კომოსუბის რანგს, აღმოსავლეთის კომოსუბი ტაკაიასუ იქნება, დასავლეთის კი მიტაკეუმი. ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი გასულ ბაშოზე დაფიქსირებული დადებითი ბალანსიდან (9-6) გამომდინარე რეიტინგში დააწინაურეს, იანვარში ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იქნება. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად მაღალხარისხიანი პირდაპირი ეთერის ყურება Live.ge-ის ვებგვერდსა და Georgian Sport • ქართული სპორტის ფეისბუქ გვერდზე, 10 იანვრიდან 15 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 11:00 საათიდან, შეგეძლებათ.

სხვა სტატიები