Belive

სტივ კინი: "თავიდანვე აქტიურად უნდა შევუტიოთ და ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმნათ"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ყახაზურ "აქტობეს" დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ თავიდანვე უნდ შევუტიოთ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბურთის კონტროლში უპირატესობა გოლის გასატანად რეალური ეპიზოდების შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს.

ვეცდებით კარში უფრო მეტჯერ დავარტყათ. პირველ მატჩში, იმაზე ნაკლებად აგრესიულად ვითამაშეთ, ვიდრე გვსურდა. რა თქმა უნდა, ეს „აქტობეს“ დამსახურებაა. მათ მატჩის დასაწყისიდანვე პრესინგი ძალიან სწორად ითამაშეს.

მიუხედავად შედეგისა, ბურთს კარგად ვფლობდით. მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ეს საგოლე მომენტების შექმნის საშუალებას მოგვცემს. პირველ მატჩში თითქმის 70%-იანი ბურთის ფლობა გვქონდა. ამჯერად, ნელა მოქმედების უფლება არ გვაქვს, პირიქით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკმარისი რაოდენობის მომენტებს ვქმნით.

პირველ შეხვედრაში "აქტობემ" თერთმეტმეტრიანი გაიტანა, მეტოქემ ასევე ორი გოლი კონტრშეტევიდან გაიტანა. მათ საკუთარი ძალისხმევის შედეგად, მხოლოდ ერთხელ გაიტანეს.

ჩვენც ბევრი მომენტი გვქონდა. ამიტომ, შევეცდებით მეტოქესთან შედარებით მეტი გოლის გატანა მოვახერხოთ", - თქვა სტივ კინმა.

გუნდებს შორის პირველი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და ყაზახების გამარჯვებით - 4:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს, ყაზახეთში შედგება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები