სპორტინგმა გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინა
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პორტუგალიური ფეხბურთის ფლაგმანმა, ლისაბონის სპორტინგმა გიორგი ქოჩორაშვილი ორიგინალური ვიდეორგოლით წარადგინა.
ვიდეო კლუბის ოფიციალურ Instagram გვერდზე განთავსდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგს ლევანტედან 7.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებულია, რომ ესპანური კლუბი მომავალი ტრანსფერების 15%-იან წილს მიიღებს.
პორტუგალიური კლუბი 2025/26 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, გიორგი ქოჩორაშვილი კი გუნდს უკვე შეუერთდა და სავარჯიშო პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.