Belive

"სორლოტი, ომოროდიონი და მიქაუტაძე" - რომა სამიდან ერთ-ერთი თავდამსხმელის დამატებას განიხილავს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია საშუალებები Il Messaggero-ზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე "რომას" ინტერესთა სფეროშია.

მთავარი წყაროს ცნობით, გიორგი მიქაუტაძეს რამდენიმე ვარიანტს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, რომელსაც ის და მისი წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ სწორედ "ჯალოროსია".

იტალიის დედაქალაქში მიქაუტაძის მოახლოებული ტრანსფერის გარშემო არსებულ სიახლეებს თვალს აქტიურად ადევნებენ და მალე მოქმედების ფაზასაც დაიწყებენ. "რომას" სიაში ასევე "ვილიარეალის" ნორვეგიელი თავდამსხმელი, ალექსანდერ სორლოტი და მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ესპანელი ფორვარდი, სამუელ ომოროდიონი არიან.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, 23 წლის ქართველის დამატებასთან ყველაზე ახლოს "მონაკოა", ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ კი ქართველ გოლეადორს "ვესტ ჰემის" და სხვა ინგლისური, ფრანგული და იტალიური გუნდების ვარიანტებიც გამოუჩნდა.

გიორგი მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონში, "მეცის" შემადგენლობაში 21 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, აქ ქართველმა ფეხბურთელმა 3 გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც, ნახევარფინალური ეტაპის დაწყების წინ ნიდერლანდელ კოდი გაკპოსთან ერთად ტურნირის თანაბომბარდირია.

სხვა სტატიები