სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრები წინსვლის მაღალ საფეხურზეა"
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართ პლეი-ოფში საქართველოს მეტოქის, სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯონ ვანტ სხიპი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"გულწრფელად გეტყვით, რომ მე "აიაქსი" ოქტომბრის მიწურულს ჩავიბარე და იმ თვენახევარის განმავლობაში, რომელიც გიორგი მიქაუტაძესთან ერთად ვიმუშავე, ის იდეალურ კონდიციებში არ იმყოფებოდა. ამავე დროს, ბრაიან ბრობი და ჩუბა აკპომი თამაშობდნენ და გოლები გაჰქონდათ. ვცადეთ, რომ გიორგისთვის ადგილი ნახევარდაცვაში მოგვეძებნა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. მგონი მან უკეთესი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან "ლიონში" დაბრუნების შემდეგ საოცარ ფორმაში შევიდა.
მე გუნდი ახლახანს ჩავიბარე და მხოლოდ ერთი შეკრება მოვასწარით. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ შემოდგომით, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს მომზადებულები შევხვდეთ.
საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერია და სხვა საფეხურზე იმყოფება, ჩვენი მიზანია, რომ წინსვლა გავაგრძელოთ და ის გზა გავიაროთ, რომელსაც თქვენმა გუნდმა მიაღწია.
გუნდში ცუდი გარემო არ არის. რა თქმა უნდა, დიდი ანგარიშით წაგება ატმოსფეროსთვის საუკეთესო არ არის, მაგრამ ამ მხრივ პრობლემა არ შემქმნია.
გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, გრანტ-ლეონ რანოსმა მომთხოვა, რომ ხვალინდელ მატჩში აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ყოფილიყო, რის შემდეგაც მან გუნდი დატოვა. ასეთი რამ ჩემს კარიერაში არ მინახავს", - ამბობს ჯონ ვანტ სხიპი.
საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.