შტურმის მწვრთნელი: "კიტეიშვილს მესის და კეინის მსგავსი უნარი აქვს"
5 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გრაცის შტურმის ახალწვეული მთავარი მწვრთნელი, ფაბიო ინგოლიჩი სადებიუტო გამარჯვების შემდეგ ოთარ კიტეიშვილის შესახებ საუბრობს.
ავსტრიის გასული 2 სეზონის ჩემპიონმა გუნდმა უეფას ევროპა ლიგის ლიგის ფაზის დასკვნითი ტურის მატჩში ნორვეგიულ ბრანს ოთარ კიტეიშვილის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გოლის მეშვეობით (1:0) აჯობა.
"მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს. მატჩის შედეგის დამოუკიდებლად გადაწყვეტა მესის და კეინს შეუძლიათ, ჩვენ კი ოთარ კიტეიშვილი გვყავს", - ამბობს ფაბიო ინგოლიჩი.
გრაცის შტურმმა ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში 7 ქულა დააგროვა და 26-ე ადგილი დაიკავა, ოთარ კიეტიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გუნდი ბრძოლას ავსტრიის ჩემპიონატისა და თასისთვის გააგრძელებს.