Belive

შოტლანდიის ნაკრები თბილისშია!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები დღეს საღამოს თბილისში ჩამოფრინდა და მომავალი მატჩისთვის მზადებას ხვალიდან შეუდგება. სქოთები საქართველოს უძლიერესი ნაკრებით ესტუმრნენ რაც საკმაოდ საინტერესო მატჩის გარანტია. საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი შაბათს, 31 აგვისტოს 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება, ბილეთების შეძენა მსურველებს tkt.ge-ზე და "დინამოს" სალაროებში შეუძლიათ. შოტლანდიის ნაკრები პირველი დონის პირველი ქვეყანა გახდება ვინც თბილისში ოფიციალურ ტესტ მატჩს გამართავს.

სხვა სტატიები