შემადგენლობები ცნობილია | ძიუდოს ვარსკვლავები, რომლებსაც აბუ დაბის გრანდ სლემზე ვიხილავთ
2025 წლის ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრი აბუ დაბის გრანდ სლემია, შემდეგ კი IJF ტური ტოკიოს გრანდ სლემით დაიხურება.
აბუ დაბის გრანდ სლემი 28-30 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ქართველები აბუ დაბიში 8 ძიუდოისტით იასპარეზებენ.
შეჯიბრამდე 2 დღით ადრე, ცნობილია ყველა ნაკრების შემადგენლობა, რომლებიც აბუ დაბიში უმაღლესი სინჯისთვის იბრძოლებს - გთავაზობთ ძიუდოს ვარსკვლავების სიას, რომლებსაც აბუ დაბიში ვიხილავთ.
საქართველო
რა თქმა უნდა, დავიწყოთ ქართველი და ძალიან გამოცდილი/წარმატებული ძიუდოისტებით, რომლებსაც აბუ დაბიში ვიხილავთ.
გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი
ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) - მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი
ლაშა ბექაური (90 კგ) - 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი.
აზერბაიჯანი
ჰიდაიატ ჰეიდაროვი (73 კგ) - მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი
უშანგი კოკაური (+100 კგ) - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
ბრაზილია
რაფაელა სილვა (57 კგ) - ოლიმპიური და 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი
კუბა
ენდი გრანდა (+100 კგ) - მსოფლიო ჩემპიონი
ფინეთი
მარტტი პუუმალაინენი (+100 კგ) - ევროპის ჩემპიონი
საფრანგეთი
ჟოან ბენჟამინ-გაბა (73 კგ) - ოლიმპიური ვერცხლი, მსოფლიო ჩემპიონი
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია
არმან ადამიანი (100 კგ) - მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ევროპული თამაშების გამარჯვებული
ტამერლან ბაშაევი (+100 კგ) - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი
იტალია
ოდეტე გიუფრიდა (52 კგ) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ვიცე-ოლიმპიური ჩემპიონი
ალიჩე ბელანდი (78 კგ) - ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი
კოსოვო
დისტრია კრასნიქი (52 კგ) - ოლიმპიური და 3-გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი
მოლდოვა
დენის ვიერუ (66 კგ) - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი
სერბეთი
ნემანია მაიდოვი (90 კგ) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი
ესპანეთი
ნიკოლოზ შერაზადიშვილი (100 კგ) - 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის 3-გზის ბრინჯაოს პრიზიორი
შვეიცარია
ნილს სტამპი (73 კგ) - მსოფლიო ჩემპიონი, IJF ტურის 5-გზის გამარჯვებული
თურქეთი
ვედატ ალბაირაქი (81 კგ) - 2-გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
უზბეკეთი
მუზაფარბეკ ტურობოიევი - მსოფლიო ჩემპიონი, 2-გზის აზიის კონტინენტის ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი.