Belive

შავდათუაშვილმა და მაისურაძემ მძიმე ბრძოლებში იმარჯვეს

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს სტარტი აიღო მინსკის ევროპული თამაშების მეორე დღე, სადაც ძიუდოში საქართველოს სახელით 2 სპორტსმენი ასპარეზობს. ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ლუკა მაისურაძე (-81 კგ).  ორივე მათგანი მეორე ეტაპიდან ჩაერთვნენ ასპარეზობაში. ლაშა შავდათუაშვილი მეორე ეტაპზე მოლდოველ იონ ნაცუს დაუპირისპირდა და ძალიან მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა. ოქროს დროში მან მესამე გაფრთხილებით (შიდოთი) მოახსნევინა მოლდოველი მეტოქე და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე უკრაინელი - არტემ ხომულა იქნება. რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, ლუკაც ლაშას მსგავსად მეორე ეტაპიდან ჩაერთო ასპარეზობაში და იგი 2018 წლის დიუსელდორფის ტურნირის გამარჯვებულს, ფრანგ - დიალოს დაუპირისპირდა. უმძიმეს ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ოქროს დროში გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე წარმოშობით ქართველს, რომელიც პორტუგალიის სახელით ასპარეზობს - ანრი ეგუტიძესა და პოლონელ - დამიან სვარნოვიცკის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები