სფფ დიოგუ ჟოტას ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.
ქვეყნის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი ლივერპულისა და პორტუგალიის ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, დიოგუ ჟოტას ტრაგიკულად დაღუპვას ეხმაურება.
"მშვიდად განისვენე, დიოგუ ჟოტა, ჩვენი ფიქრები ახლა მის ოჯახსა და მეგობრებთანაა", - წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
28 წლის დიოგუ ჟოტა ძმასთან, ანდრესთან ერთად, ესპანეთში, ავტოსაგზაო შემთხვევაში გარდაიცვალა.