Belive

სერგო კუხიანიძე ესტონეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე თავდამსხმელი, სერგო კუხიანიძე ესტონეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მეოთხე ტურში "ნარვა ტრანსმა" "ნომე იუნაიტედს" (2:0) აჯობა. ორივე გოლი 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა, რაც შეეხება საგოლე პასებს, პირველი ზაქარია ბეგლარიშვილმა გააკეთა, მეორე კი შალვა ბურჯანაძემ. სამივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში იყო, რაც შეეხება ვაჟა ნემსაძეს, ის განაცხადში არ გახლდათ.

შეიძლება იყოს ‎11 ადამიანი, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ‎ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „‎MN 4 SÜMBOOLNE KOOSSEIS A.LeCoq PREMIUM LIIGA ALn KUKHIANIDZE KUKHIA M TAMM SOOMRE PEDMANSON MAVRETIC admirale YAKOVLEV DÃMOV ת visit PAJUNURM FOMBA LARSEN GRÜNVALD‎“‎‎ გამოსახულება

"ნარვა ტრანსმა" ახალ სეზონში ქულები პირველად მოიპოვა და ამ 3 ქულით გუნდი მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ხოლო შემდეგ მატჩს ზაქარია ბეგლარიშვილის ძველ გუნდ, "ფლორასთან" გამართავს.

სხვა სტატიები