საქმეში იუვენტუსი ჩაერთო: საბა გოგლიჩიძე კიდევ ერთი გრანდის ინტერესებშია
იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსი" კიდევ ერთი გრანდია, რომელიც საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატებით ინტერესდება.
20 წლის ქართველი ფეხბურთელის დასამატებლად რამდენიმე გუნდი ინტერესს ავლენს, მათ შორის იტალიური ფეხბურთის გრანდები, "მილანი" და ახლა უკვე, ტურინის "იუვენტუსი".
ტურინელებს ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერება აქვთ გამიზნული და საამისოდ, რამდენიმე ფეხბურთელის მოკლე ჩამონათვალს განიხილავენ. აქ ფავორიტი "ბარსელონას" ფეხბურთელი, რონალდ არაუხოა, მასთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა მცველი, მათ შორის საბა გოგლიჩიძეა დასახელებული.
2024/25 წლების სეზონში, საბა გოგლიჩიძეს ბრწყინვალე დასაწყისი აქვს, მან იტალიის ჩემპიონატის 17 მატჩში მონაწილეობის მიღება მოახერხა და მისი სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.