Belive

საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრებმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო და თანაც 1711 ქულით რეკორდიც დაამყარა.

,,მარიამ აბრამიშვილმა, მარიამ მარშავამ და მარიამ ფროდიაშვილმა პირად პირველობაში საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, გუნდურ ჩათვლაში (ცალკე გუნდური ტურნირი არ ტარდება) ასეთი მშვენიერი შედეგი აჩვენეს და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს ევროპის გუნდურ ჩათვლაში. მისასალმებელია, რომ ჩვენებმა წარმატებით შეინარჩუნეს შარშან მოპოვებული ტიტული.'' - წერს საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია

გარდა ამისა, მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გახდა. მარიამ მარშავამ კი მე-5 ადგილი დაიკავა.