Belive

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვასთან ფრედ 2:2 ითამაშა

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ლიგის ჯგუფში პირველი მატჩი ჩაატარა. ჩვენი ნაკრები მიხეილ მესხი 2-ზე ლიეტუვის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო, თეონა ბაქრაძემ გოლები მე-12 და მე-19 წუთებზე გაიტანა და ჯვაროსნები ორბურთიანი უპირატესობით წინ გავიდნენ. მე-20 წუთზე უგნე ლაზდაუსკეიტემ სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე კი ლიეტუველთა ფორვარდმა რიმანტე იონუსაიტმა ანგარიში გაათანაბრა.

ჯგუფში პირველი შეხვედრები ჩატარდა, მდგომარეობა კი ასეთია: ბელარუსის ნაკრებმა კვიპროსი 0:3 დაამარცხა და სამი ქულით პირველ ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები და ლიეტუვა 1-1 ქულით მეორე და მესამე ადგილებს იყოფენ, ხოლო კვიპროსი ბოლო ადგილზეა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ქალთა ნაკრები 9 აპრილს ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე გაიმართება.