საქართველოს ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე 14 სპორტსმენით იასპარეზებს
14 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
1-2 თებერვალს, წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი - პარიზის გრანდ სლემი გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე 14 სპორტსმენით წარსდგება, საიდანაც 12 მამაკაცი, ხოლო 2 ქალი იქნება.
შემადგენლობა
60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი
66 კგ: თემურ ნოზაძე, ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი
81 კგ: კოტე კაპანაძე, ზაურ დვალაშვილი
90 კგ: ლუკა მაისურაძე, ნიკა ხარაზიშვილი
100 კგ: ნიკოლოზ ზაალიშვილი
+100 კგ: საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა პარიზის გრანდ სლემისთვის, ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულებით არის დაკომპლექტებული.