Belive

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის მეორე მატჩში ავსტრიასთან 37:31 დამარცხდა და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. პირველ შეხვედრაშიც დამარცხდა საქართველოს ნაკრები - 25:27 და ორი მატჩის ჯამში მიღებული შედეგით ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

ჩვენი ნაკრები ამ ფაზაზე პირველად ასპარეზობდა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 10 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, 7-7 გოლი გაიტანეს ირაკლი კბილაშვილმა და ერეკლე არსენაშვილმა.

ზურაბ ცინცაძემ 33 დარტყმიდან 7 ბურთი მოიგერია - 21.21%

დავით ნიქაბაძემ კი 15 დარტყმული ბურთიდან 4 სეივი მიითვალა 26.67%

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩაატარებს, სადაც 6-7 ნოემბერს გასვლით მატჩში საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 9-10 ნოემბერს შინ ისლანდიას მიიღებს.