Belive

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრი დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე და გიორგი ურუშაძე იცავდნენ, უკრაინის ნაკრები 45:28 დაამარცხა და T16-ში (მერვედფინალში) გავიდა.

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ ასპარეზობაში, შეჯიბრება 28 ივლისს, 09:00 საათიდან განახლდება - საქართველოს მეტოქე უნგრეთის ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა, რომელმაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ააჟღერა ეროვნული ჰიმნი.

სხვა სტატიები