Belive

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ოლიმპიადაზე ასპარეზობას ხვალ დაიწყებს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძალოსანთა გუნდი ხვალიდან ჩაერთვება. პირველი სპორტსმენი, რომელიც ფიცარნაგზე წარდგება შოთა მიშველიძეა (61კგ.). ძალოსანი საქართველოს დროით 17:00 საათზე იასპარეზებს.

10 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებში ირაკლი ჩხეიძე (102კგ.) და ლაშა ტალახაძე (+102კგ.) ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძე ორჯერ გახდა ოლიმპიადის გამარჯვებული (2016, 2020), შოთა მიშველიძემ ერთხელ, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა და მე-7 ადგილი დაიკავა. ირაკლი ჩხეიძესთვის კი აღნიშნული ოლიმპიადა სადებიუტოა.

სხვა სტატიები