Belive

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 22 მედალი მოიპოვა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - ანრი დელანის გრან პრიზე, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ჯამში ქართველმა მოჭიდავეებმა 22 მედალი მოიპოვეს (8 ოქრო, 7 ვერცხლი, 7 ბრინჯაო). უახლოეს მომავალში, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 12-18 თებერვალს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.

GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები