Belive

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდიას მოუგო

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე მატჩში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდია დაამარცხა. მატჩი დაძაბული აღმოჩნდა და ქართველებმა ქამბექის გაკეთება შეძლეს, ნაკრებმა შოტლანდიას 2:3 მოუგო.

შოტლანდიელები სწრაფი გოლით, მე-11 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ბერელიძისა და 55-ე წუთზე ბასილაძის გოლებით ქართველები წინ გავიდნენ. ახალგაზრდა შოტლანდიელებმა ანგარიში 66-ე წუთზე გაათანაბრეს, დაჩი ლორთქიფანიძემ კი გამარჯვების გოლი ზუსტად 4 წუთში გაიტანა და საქართველოს პირველი მატჩი მოაგებინა.

ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა გუნდმა, ჩეხეთთან პირველი მატჩი მინიმალური სხვაობით - 1:0 დათმო. ქართველები, ამ მომენტისთვის, 3 ქულით, ჯგუფის მესამე ადგილზე იმყოფებიან. პირველ და მეორეადგილოსნები - იტალია და ჩეხეთი დღეს ერთმანეთში გაარკვევენ ერთპიროვნული ლიდერის ვინაობას. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას იტალიის 19-წლამდელებთან 26 მარტს გამართავს.