Belive

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ივნისის თვის შეკრებაზე მეორე მატჩში, ჩრდილოეთ მაკედონიურ შესაბამის ასაკობრივ გუნდს აჯობა. ნაკრებებს შორის ორი დღის ინტერვალით ორი მატჩი გაიმართა, ორივე თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე. გუნდებმა ჯერ უგოლო ფრე შემოგვთავაზეს, 10 ივნისს გამართულ შეხვედრაში კი ქართველმა ახალგაზრდებმა ბალკანელ თანატოლებთან (2:0) იმარჯვეს.

ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში მე-18 წუთზე, პენალტის ნიშნულიდან გახსნა, როცა საბა სამუშიამ პენალტი ზუსტად, ძლიერი დარტყმით შეასრულა. მეორე ნახევარში, ჩვენმა გუნდმა სათამაშო უპირატესობა გაზარდა და მალე ეს ანგარიშშიც აისახა: 72-ე წუთზე, ალექსანდრე ამისულაშვილმა კუთხურის მოწოდების შემდეგ, მეტოქე გუნდის მცველსა და მეკარეს შორის შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა და ჩვენს გუნდს ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვება გაუნაღდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ლუკა ხელაშვილი (სოსო კოპალიანი), ლუკა შაშიაშვილი (გიორგი ტყეშელაშვილი), ამირან ტყეშელაშვილი, საბა ხარებაშვილი, გიორგი გოგსაძე (ბექა ბურდიაშვილი), ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა წულაია (გიორგი გვასალია) ნიკოლოზ ჩიქოვანი (ალექსანდრე ამისულაშვილი), საბა სამუშია (თემურ ოდიკაძე), ლუკა ბუბუტეიშვილი (საბა გეგუჩაძე), ჰალიდ დოლტმურზიევი (ავთანდილ მაშავა).

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი.