Belive

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ლიეტუვასთან მატჩში ცნობილია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში, საქართველოს U17 ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდება.

ბალტიისპირულ მეტოქესთან შეხვედრაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: გიორგი ყავლაშვილი - გიორგი გვასალია, ალექსანდრე ამისულაშვილი, მათე შათირიშვილი, საბა ხარებაშილი - ნიოკოლოზ ელისაშვილი, ნიკოლოზ სურგულაძე, ლუკა წულაია (კ) - რეზიკო დანელია, ვახტანგ სალია, დავით გოგილაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.

საქართველოსა და ლიეტუვის 17-წლამდე ნაკრებების შეხვედრა 17 ოქტომბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები