Belive

საქართველო - კვიპროსის მატჩს პრემიერ ლიგის მსაჯი უხელმძღვანელებს

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩს კვიპროსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

აღნიშნულ შეხვედრას ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი მსაჯი, რობერტ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელსაც ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია.

36 წლის ინგლისელმა არბიტრმა, რომელიც მერსისაიდშია დაბადებული და რომლის დებიუტიც პრემიერ ლიგაში 2019 წელს შედგა, მიმდინარე სეზონის სტარტზე, ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამო ბათუმისა" და "ტირანას" მატჩს უხელმძღვანელა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ალბანეთში გამართულ შეხვედრაში ფრედ - 1:1 ითამაშა, ქართული გუნდის მხრიდან გოლის გატანა ჯოვინო ფლამარიონმა შეძლო, მსაჯმა კი იმ შეხვედრაში ანტონ ჩიჩკანი და გურამ გიორბელიძე გააფრთხილა. ამ შეხვედრაში ვლადიმერ მამუჩაშვილმა სრულად ითამაშა, რომელიც ამჟამად ეროვნულ გუნდშია გამოძახებული.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შემდეგ მატჩს 15 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები