Belive

საქართველო-ისრაელის მატჩს ავსტრიელი არბიტრი განსჯის

9 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის ავსტრიელი არბიტრი განსჯის.

საქართველოს ნაკრების მატჩზე 41 წლის ავსტრიელი რეფერი, იულიან ვეინბერგერი იმუშავებს. მისი ასისტენტები თანამემამულე მაქსიმილიან კოლბიჩი და მატიას ჰარტლი, ხოლო მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე იქნება.

იულიან ვეინბერგერს არც ქართულ და არც ისრაელურ ფეხბურთთან შეხება აქამდე არ ჰქონია.

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი ქართული ფეხბურთისათვის ისტორიულ დღეს, 26 მარტს უნდა გაიმართოს და 21:00 საათზე დაიწყოს.

სხვა სტატიები