Belive

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატს წყალბურთში ხორვატიის ქალაქი სპლიტი მასპინძლობს, სადაც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები იღებს მონაწილეობას. საქართველო A ჯგუფში მონტენეგროსთან, იტალიასთან და სლოვაკეთთან ერთად მოხვდა.

ჩვენმა ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე დათმო. იტალიასთან 18:8, ხოლო მონტენეგროსთან 11:14 წავაგეთ.

ჯგუფის ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართა და მოწინააღმდეგე დამაჯერებლად დაამარცხა. აღნიშნული მატჩი 16:11 დასრულდა. ამ გამარჯვებით ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში ითამაშებს.

საქართველოს მომდევნო მოწინააღმდეგე დღეს 19:00 საათზე გამოვლინდება. საქართელოს მომავალი ოპონენტი რუმინეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება. მერვედფინალურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს გამართავს.

სხვა სტატიები