Belive

საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა გერმანია მიწასთან გაასწორა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი - ახალ სპორტის სასახლეში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა  რონინიოს, არჩილ სებისკვერაძისა და სიმი საიოტის გოლებით პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. მეორე ნახევარში  საქართველომ მხოლოდ ორჯერ გაიტანა – თავი ისევ სებისკვერაძემ და საიოტმა გამოიჩინეს. ჯგუფის პირველი მატჩი დანიისა და ისრაელის ნაკრებების შორის 1:1 დამთავრდა და საქართველო ჯგუფში პირველ ადგილზე დაწინაურდა.

სხვა სტატიები