Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარაკეშის გრან პრიზე

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოში 2019 წლის მეოთხე ტურნირი მაროკოში, კერძოდ კი მარაკეშში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 8 სპორტსმენი დაიცავს. მარაკეშის გრან პრი სტარტს 8 მარტს აიღებს და 10 მარტს დასრულდება. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას: -60 კგ: ამირან პაპინაშვილი -66 კგ: ნიკო ჭიკაიძე, გიორგი გუგულაშვილი -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი -81 კგ: ბექა დონღვანი, ნუგზარ ტატალაშვილი -90 კგ: გიორგი პაპუნაშვილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს სახელით არცერთი სპორტსმენი არ იასაპრეზებს. ჯერ-ჯერობით მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი - ნოდარ მეტრეველი საქართველოს ნაკრების ლიდერებს ასვენებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა, ფრანგი - ტედი რინერი პირველად 2019 წელს სწორედ ამ გრან პრიზე იასპარეზებს.  

სხვა სტატიები