Belive

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
1 მაისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, სადაც ლაშა გუჯეჯიანის თავკაცობით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 მედალი: 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა, მოპოვებული 4 მედლით, ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვალაში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე საფრანგეთი, ხოლო მეორე ადგილზე კი ნიდერლანდები გავიდა.
რაც შეეხება მამაკაცთა გუნდურ ჩათვლას, აქ საქართველოს ნაკრები მეორე ადგილს დასჯერდა: 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით. პირველ ადგილზე კი ნიდერლანდების ნაკრები გავიდა. ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალს დასჯერდა - გურამ თუშიშვილი.

სხვა სტატიები