Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფის ნახევარფინალშია

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის D-დივიზიონის პირველი ქვეჯგუფს საქართველოს ეროვნული ნაკრები დამაჯერებლად ლიდერობს. D-დივიზიონის პირველი ქვეჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში, ლატვია საქართველოს დაუპირისპირდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (0:3), რითიც დარჩენილ ორ ტურს მხოლოდ ფორმალური ხასიათი შესძინა. ლატვიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქვეჯგუფში 12 ქულას მოუყარა თავი და მეორეადგილოსანი ყაზახეთი 7 ქულიანი სხვაობით ჩამოიტოვა, რაც იმის მაუწყებელია,რომ „ჯვაროსნებმა“ ქვეჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს და D-დივიზიონის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ნახევარფინალურ დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე, თუმცა ქვეჯგუფში ნაჩვენები მაღალი დონის თამაშისა და ბრწყინვალე რეზულტატის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ - პოტენციური  მეტოქეებისათვის საქართველო აუღებელ ციხესიმაგრეს წარმოადგენს. შეგახსენებთ, ერთა ლიგის D-დივიზიონის ტრიუმფით დასრულების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვებს. ამასთანავე, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ნაკრები C-დივიზიონში აღზევდება.

სხვა სტატიები