აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს დიდ სლემზე, საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი გაინაღდა.
-81 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ლუკა მაისურაძე წარმოადგენდა, რომელმაც 5 შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა.
ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა, რომელმაც წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურნირზე ბელორუსი იუსუოპბეკმურზაევი, ბრიტანელი სტიუარტ მაკუოტი, იტალიელი კრისტიან კრისტიან პარლატი, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი, კანადელი ანტუან ვალუს-ფორტიე დაამარცხა და გადამწყვეტი შეხვედრის ჭიდაობის უფლება მიიღო.
ფინალში 21 წლის ქართველი სამხრეთ კორეელ ჯინ ლი მუნს დაუპირისპირდება.