Belive

სამი წონა, 3 ფინალი - ბექაური, სულამანიძე და თუშიშვილი ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 3 ოქროს მედლის მოპოვების შანსი გვაქვს.

90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში ქართველი ფალავნები ფინალში იმყოფებიან.

90 კგ

90 კგ წონით კატეგორიაში, ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური, ევროპის ჩემპიონატის ფინალში კარიერაში მეორედ იჭიდავებს და მეორედ შეეცდება, ევროპის ჩემპიონატის ტიტულის მოპოვებას (პირველად 2021 წელს მოიგო).

ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში, ნიდერლანდების წარმომადედგენელი - ნოელ ვან ტ'ენდი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, სერბი - ნემანია მაიდოვი იქნება.

100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ ასპარეზობს - ილია სულამანიძე, რომელმაც ყველა ბრძოლაში იპონით იმარჯვა და ფინალში იჭიდავებს.

სულამანიძემ ნახევარფინალში, უძლიერესი - პეტერ პალჩიკი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ილია სულამანიძეს აქამდე ევროპის ჩემპიონატზე მედალი არ ჰქონდა მოპოვებული, ახლა კი მინიმუმ ვერცხლის მედალი გაიფორმა, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველი მედალი - ოქროს სინჯის იქნება.

სულამანიძის მეტოქე ფინალში, აზერბაიჯანელი -ზელიმ კოტსოიევი იქნება.

+100 კგ

ბრწყინვალედ იჭიდავა წინასაწრი შეხვედრები - გურამ თუშიშვილმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალში საკმაოდ იოლად გავიდა.

თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვებას კარიერაში მესამედ შეეცდება (2017,2019 წლები).

გურამ თუშიშვილს ფინალში ფინელი მეტოქე - მარტი პუმალაინენი ეყოლება.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება, ჩვენ კი ქართველ ფალავნებს წარმატებასა და გამარჯვებას ვუსურვებთ.

სხვა სტატიები