საინტერესო ფაქტი - თბილისის გრანდ სლემზე სამი და-ძმა იასპარეზებს
21-23 მარტს, თბილისის ახალი ოლიმპიური სასახლე თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს.
ამ წუთის მონაცემებით, თბილისის გრანდ სლემზე, 4 კონტინენტისა და 27 ქვეყნის. 158 სპორტსმენია რეგისტრირებული.
ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა მონტენეგროს ნაკრების წინასწარ შემადგენლობაში, ამ წუთის მონაცემებით, მონტენეგროს ნაკრები თბილისში 3 სპორტსმენით მოდის, საიდანაც სამივე ერთი ოჯახის წარმომადგენელია.
იაჰია ნურკოვიჩი
იუსუფ ნურკოვიჩი
აისა ნურკოვიჩი

აისა ნურკოვიჩი 19 წლის გოგონაა, რომელსაც თბილისის გრანდ სლემზე ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება. იგი IJF-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
22 წლის იაჰია ნურკოვიჩი IJF-ს მსოფლიო ტურში 2024 წლიდან გამოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან თბილისის გრანდ სლემზე გასულ წელსაც იასპარეზა.
რაც შეეხება უფროს ძმას - იუსუფ ნურკოვიჩი 27 წლისაა და IJF ტურში მას დიდი გამოცდილება არ აქვს. ძირითადად ყველაზე დი წარმატებას 2024 წელს მიაღწია, როდესაც ტალინის ევროპულ პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა. მან 2024 წელს უკვე პარიზსა და ბაქოში მიიღო მონაწილეობა.