Belive

შათირიშვილი ევროპის ჩემპიონატს პირველივე ბრძოლაში დაემშვიდობა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 4 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, სტარტი ძიუდოს ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატმა აიღო, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს 3 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს: შაქრო შათირიშვილი (-60 კგ); ლუკა კაპანაძე და ბექა წიფიანი (-66 კგ). შაქრო შათირიშვილი განუთესავი იყო და იგი ბრძოლაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მეტოქედ რუსი – ხეთაგ ბასაევი ჰყავდა. შაქრო რუს მეტოქესთან ვერაფერს გახდა. ქართველი ფალავანი რუსმა ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი მეორე გდება გაუკეთა და იპონით დამარცხდა.  

სხვა სტატიები