Belive

რუსეთთან გამარჯვება ბორჯღალოსნებმა გიორგი ლომთაძის ხსოვნას მიუძღვნეს

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად კალინინგრადში რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, რასაც უკვე მე-2 წუთზე მიშო გაჩეჩილაძის ლელო მოჰყვა, თუმცა არბიტრმა ლელო თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა, მაგრამ "ბორჯღალოსნებს" ჯარიმის დარტყმის უფლება მიეცათ და თედო აბჟანდაძემ ანგარიში გახსნა. 32-ე წუთზე აკა ტაბუცაძემ რუსეთთან შეხვედრაში პირველი ლელო დადო. "ბორჯღალოსნების" მხრიდან მე-2 ლელო რუსებს თედო აბჟანდაძემ დაუდო, რომელმაც ტაიმის ბოლოს შესანიშნავად ითამაშა. პირველი ტაიმი საქართველოს გამარჯვებით 3:16 დასრულდა. შეხვედრის 61-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მესამე ლელო რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 წლის დავით ნინიაშვილმა დადო, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ლელო იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ნინიაშვილს რუსეთის წინააღმდეგ ლელო ნამდვილად ეკუთვნოდა. საბოლოო ჯამში ქართველმა მორაგბეებმა შეხვედრა 17 ქულის სხვაობით მოიგეს და დამაჯერებელი შთაბეჭდილებაც დატოვეს. "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ვეროპის ჩემპიონატზე სამიდან სამივე შეხვედრა მოიგეს. რუსეთის ნაკრებთან გამარჯვებამდე ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებები დაამარცხეს. საქართველოსა და რუსეთის 25-ე დაპირისპირებაში გამარჯვება "ბორჯღალოსნებმა" გიორგი ლომთაძის რაგბის კლუბ “ლელოს” ყოფილი მოთამაშის ხსოვნას მიუძღვნეს, რომელიც 27 წლის ასაკში ამერიკაში გარდაიცვალა. "ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ - გიორგი ლომთაძე, "ჩორნა" და ეს თამაში მას ეძღვნებოდა.! ის ჩვენთვის, ყველასათვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს",- განაცხადა მერაბ შარიქაძემ.
რუსეთთან 25-ე რკენაში გამარჯვება #ბორჯღალოსნებმა გიორგი ლომთაძის ხსოვნას მიუძღვნეს! 🎙 ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში... Posted by Georgian Rugby on შაბათი, 20 მარტი, 2021

სხვა სტატიები