რუსეთის ნაკრების ქართველმა მორაგბეებმა ბორჯღალოსნებთან თამაშზე უარი თქვეს
7 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში რუსეთს უმასპინძლებს. "დათვების" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნული შეხვედრის 28 კაციანი განაცხადი დაასახელა, სადაც არ არის არც ერთი ქართველი მორაგბე. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებში საქართველოსთან თამაშისთვის 3 მოთამაშე: ნიკოლოზ კაზალიკაშვილი, შაკო ოდიშარია და გიორგი როყვა გამოიძახეს, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, სამივე მათგანმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადა.
რუსების განაცხადი საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის:
როგორც იცით, საქართველო-რუსეთის დაპირისპირება ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გადაიდო. სტუმრები უკვე თბილისში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ეს ინფორმაცია გაიგეს. თამაში შემდეგ ნოემბერში ჩაინიშნა, თუმცა რაგბი ევროპის ორგანიზაციამ შეხვედრა ისევ არ ჩაატარა.Лин Джонс назвал состав из 28 игроков, которые 4 февраля днем отправятся на матч чемпионата Европы против Грузии в Тбилиси 🇷🇺 The Russia coaching group have selected a squad of 28 players for the upcoming Georgia x Russia game of Rugby Europe Championship 2020 🇷🇺 pic.twitter.com/ZyC7xzmaMJ — Russian Rugby / Федерация Регби России (@RugbyRussia) February 3, 2021